„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა... მინდა, რომ საბჭოთა კავშირიც იყოს მთლიანი" – მალაშენკო


      „ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა,"- ამის შესახებ პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა, ალექსეი მალაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს ესწრება.
 
      მალაშენკოს თქმით, მას არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა.

     „სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც."- განაცხადა მალაშენკომ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно