,,დავით სარალიძე სისტემამ კი არა, ბულინგმა იმსხვერპლა, ლევან დადუნაშვილი კი თანატოლს გადაეფარა და ამიტომ დაიღუპა! სისტემამ მოკლა სანდრო გირგვლიანი! ეს არის სიმართლე, ვისაც გაგება უნდა! მკვლელობის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულინგის გამო დაიწყეს ბავშვებმა საქმის გარჩევა.სკოლის ადმინისტრაცია ახლა ნუ მამააბრამისბატკნობს - ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა 51-ე სკოლაში და არ არის საჭირო ეს იწილო-ბიწილო,"– ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს.
ბონდო მძინარაშვილის აზრით, მიუღებელია ხორავს ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გადაყვეს სახელმწიფო, რადგან ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველი ადამიანები საფრხეს უქმნიან ქვეყანას.
,,თვალს ვადევნებ ნაცზონდერაღლუმს და თანდათან იკვეთება ხელისუფლების კი არა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული აფთრების მიზანი. პრემიერისთვის ბოთლების სროლამ და ლევან დადუნაშვილის მამისთვის დაყვირებამ, დათო სარალიძის მამის გაჩუმებამ იმ სროლაზე და ამ ყვირილზე დამარწმუნა, რომ ზაზა სარალიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და მისით კი არ მანიპულირებენ, თვითონ არის ამ ფარსის აქტიური მონაწილე! არავინ დამიწყოს ჭკუის სწავლება და შვილმკვდარი მამით სპეკულაციები! ლევან დადუნაშვილის მამაც შვილმკვდარი მამაა! ლევან დადუნაშვილი დათო სარალიძის დაცვას შეეწირა! დათო სარალიძის მამამ კი არაფერი თქვა, როცა ლევან დადუნაშვილის მამას დაუყვირეს ნაცსექტის ორგანიზებულ ამ აქციაზე! არაფერი თქვა! იმიტომ, რომ ზონდერმა კუპრავამ არ ჩასჩურჩულა - "თქვიო"!
რა, ზაზა სარალიძემ არ იცოდა, მისი ნათესავი კუპრავა ვის პოზიციებს ახმოვანებდა წლების განმავლობაში, როცა ტელეეთერებით გამოდიოდა?! თუ არ იცოდა, ვერც ახლა გაიგო?! რა, ზაზა სარალძემ არ იცის, რას ნიშნავს მის მხარდასაჭერად აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ცოლის - სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკაშვილის ძმის - დათო სააკაშვილის, მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას, მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილის - ნიკა ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ზონდერების მისვლა?! არ იცის?! გონებაჩლუნგია?! არ არის გონებაჩლუნგი და ყველაფერი ძალიან კარგად იცის!
საზოგადოება გულშემატკივრობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს! მაგრამ რატომ არ დგანან ამ აქციაზე ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები?! ლევანის მამა მივიდა და ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ, რაც მოხდა! რატომ მართავენ ამ აქციას ნაცსექტის ზონდერები?! რატომ წარმართავენ ამ აქციას ნაცსექტის ახალგაზრდა წევრები?! რატომ დგანან ამ აქციაზე ნაცისტი მკვლელები, რომლებიც უმოწყალოდ არბევდნენ, ამცირებდნენ და ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს?!
ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და მხოლოდ მკვლელების დასჯას მოითხოვენ, რატომ არ მიმოიხედავენ ირგვლივ, მკვლელების გარემოცვაში რომ დგანან, ვერ ამჩნევენ?! ვერ ამჩნევენ კი არა, თვითონაც ამ ნაცსექტის წევრები არიან ფსევდოღირებულებებს ამოფარებულნი! არ არის საჭირო უმანკო კრავის სახით ყურება - ყველაფერი დღესავით ნათელია! ზაზა სარალიძისთვის თუ სულერთია, ვინ დაუდგება გვერდით, ჩვენთვის არ არის სულერთი, რადგან მკვლელების გაპროტესტებული მკვლელობა და დაუსჯელი დამნაშავეების აღდგენილი სამართლიანობა არ არსებობს!
მესმის გაუბედურებული ოჯახების ტკივილი, მაგრამ პირდაპირ და დაუფარავად ვამბობ: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გადავაყოლოთ სახელმწიფო! ისინი, ვინც ხელისუფლებაში დაბრუნებას ესწრაფვიან, საფრთხეს უქმნიან საქართველოს! დღეს ეს საფრთხე დგას ზაზა სარალიძის გვერდით!
P.S. ძალიან მაინტერესებს და ხელისუფლებას მოვუწოდებ, მოხსნას გრიფი "საიდუმლო" ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს! საჯაროდ, საყოველთაოდ გახდეს ცნობილი, რა უძღოდა წინ ხორავას ქუჩის ტრაგედიას, რამ მიიყვანა ბავშვები ამ სასტიკ მკვლელობამდე! და კიდევ: 51-ე სკოლის მასწავლებლებმა მორალურ ღირებულებებზე ყელმოღერებულ საუბარებს თავი დაანებონ. მათი პასუხისმგებლობაც არის ამ ტრაგედიაში, სისასტიკის მონაწილეთა ოჯახებთან ერთად,"– აღნიშნავს ბონდო მძინარაშვილი.