ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკას შეუძლია ზიანი მიაყენოს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კვლევა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარდა და ცდილობს შეისწავლოს „პოლიტიკური შფოთვის“ უნიკალური ასპექტები, მათ შორის, თუ როგორ შეიძლება გადაფაროს ჩვეულებრივი შფოთი. ადრეული კვლევები ცხადყოფენ, რომ ეს ორი კონცეფცია განსხვავებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ გრძნობენ შფოთვას პოლიტიკის გამო, არ არიან შფოთვის მაღალი დონის მქონე ადამიანები.
„არის რაღაც გამორჩეული იმაში, თუ როგორ იწვევს სტრესს პოლიტიკა“, - აცხადებს პროფესორი ჯეიმ რენფრო, დოქტორი, პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტში, რომელმაც ჩაატარა კვლევა საარჩევნო სტრესის შესახებ. მისი აზრით- ,,პოლიტიკური შფოთვა არის საგანი, რომელიც განცალკევებულია ზოგადი სტრესისგან".
ფროდის აზრით პოლიტიკა არის რთული და მრავალმხრივი სტრესორი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს მრავალფეროვანი ემოციები: დაწყებული წუხილიდან, სასოწარკვეთილებამდე აღშფოთებამდე, ზიზღამდე სხვა. პოლიტიკურ მოვლენებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ექო და ისინი ხშირად მოიცავენ კონფლიქტს ჯგუფებს შორის, რასაც შეიძლება ჰქონდეს რეალური სოციალური შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანისთვის პოლიტიკა

სმიტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ეროვნულ გამოკითხვებში, რომელიც ჩატარდა 2018 წლის შუალედური და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აშშ-ს ზრდასრულთა დაახლოებით 40%-მა თქვა, რომ პოლიტიკა იყო სტრესის მნიშვნელოვანი წყარო მათ ცხოვრებაში.
,,პრობლემის არსს, როდესაც უფრო ღრმად ჩავწვდით, აღმოჩნდა, რომ ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს პოლიტიკის გამო დარღვეული აქვთ ძილი, ეძაბებათ სოციალურ ურთიერთობები და დამოკიდებულები არიან საინფორმაცი საშუალებებზე - აღნიშნავს სმიტი.
სამი ცალკეული გამოკითხვისას, 20-დან 1-მა ასევე აღნიშნა, რომ იმდენად შეწუხებული იყო პოლიტიკით, რომ ჰქონდათ სუიციდური აზრები.
ერთ-ერთ კვლევაში, ადამიანები, ამბობდნენ, რომ რაც უფრო პოლიტიკურად პოლარიზებული ხდებოდა მათ ქვეყანაში მდგომარეობა უფრო მეტად უვითარდებოდათ შფოთვა ან დეპრესია.
საარჩევნო სეზონი განსაკუთრებით სტრესულია პოზიტიური და უარყოფითი ემოციების გამო, რასაც ადამიანები განვიცდით პრაიმერის, მიტინგების და დებატების დროს. ყოველდღიური კვლევები, რომელსაც ნეუპერტი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ემოციური რეაქტიულობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის სამუშაო და ურთიერთობები) გაიზარდა 2016 და 2018 წლის არჩევნებამდე და შემდეგ რამდენიმე დღით ადრე.
წყარო: https://www.apa.org/monitor/2024/10/managing-political-stress
