,,საქართველოში ლგბტ ,,შემოსევა" შედეგია, სააკაშვილ-ივანიშვილის 14 წლიანი ფსევდოლიბერალური მმართველობის"!– კირვალიძე


     ეს უკვე მეტისმეტია და ვინც "ბრძნულად ზომიერებისკენ" მოგვიწოდებს, სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ "აცისარტყელებენ" საქართველოს!

    ნათქვამია, "ცოდვა გამხელილი სჯობს-ო" და არ მეგონა ისე დავეცემოდით, რომ მთავარი პრობლემები - ქვეყნის გამთლიანება, დასაქმება და ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოსვლა, ემიგრააციის შეჩერება და სხვა, გვერდზე დაგვრჩებოდა და - ლგბტ შემოსევას გაგვიბედავდნენ!!! მაგრამ, ჩვენი ბრალიც არის, რადგან მთელი ეს წლები, ეტყობა პასიურ მდგომარეობაში ვიყავით, ყველაფერს ვთმობდით, გვეგონა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ვიგინდარებმა უკეთ იცოდნენ, თუ რა იყო სწორი და რა არასწორი!...

     ჰოდა, იქამდე მიგვიყვანეს, რომ ტელევიზიებით (მაგ. ტვ "იმედი"!) რეკლამებს უშვებენ, სადაც ჩვენს, უკვე ტვინგამორეცხილი ახალგაზრდობის "კრეატიულ" ნაწილს, -  ლგბტ-ს მხარდამჭერ სამკლაურებს უკეთებენ!!! 

     რა არ გადაუტანია საქართველოს და ქართველებს, - "არაბობა, დიდი თურქობა, მონღოლობა, ყიზილბაშობა, ძალით გამუსლიმება და გადასახლება, ცარიზმი და ბოლშევიკობა", - მაგრამ დღეს, ყველაზე დამამცირებელი ფორმით, ეროვნული ღირსების აბუჩად აგდებით, ცდილობენ ჩვენი სამშობლოს თავზე ლგბტ დროშა "ააფრიალონ"!!! 

    ეს მოგვიტანა, 14 წლიანმა ფსევდოლიბერალიზმა, სააკოვ-ივანიშვილის მმართველობებმა!!! უბედურება ის არის, რომ საქართველოს მტრები, როგორც ყოველთვის, ამას აკეთებენ სულგაყიდული, ფულზე გაცვლილი ვაიქართველების მეშვეობით!! ამიტომ, დღეს ზღვარზე ვართ, ან ისინი ან ჩვენ, თუ გაგვტეხეს, - გადაგვივლიან!!! 

     ამ ბრძოლაში უკან დახევა, ერის და ჩვენი წინაპრების ღალატია!!!

      P.S. მე პირადად, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, იმ ქართველებთან ვიქნები ბოლომდე, ვინც საქართველოს ღირსების და ზნეობის გადასარჩენად  წინააღმდეგობას გასწევს, ვისაც გული ერჩის, ვინც დაიძახებს, - მომყევითო!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.0фильмы бесплатно