,,უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას" - ზურაბიშვილი


     ,,ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის,"– ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერას.
 
     სალომე ზურაბიშვილის აზრით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისტვის სწორია.
 
     „გამართლდა მოლოდინი. ძალიან გახარებული ვარ ამ საღამოს. ასევე მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ცხადია, ძალიან დადებითი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, მმართველი პარტიისთვისაც სწორი და დემოკრატიულია. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. უკვე დღეიდან, ამ საღამოს მსგავსად ველოდები გამარჯვებას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно