გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს შეხვდა


     საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უკრანაში იმყოფებოდა.

     ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ე.წ. „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე.

     ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირება მოხდა, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან" ბრძოლას.

     გიორგი გახარიამ და არსენ ავაკოვმა შეხვედრაზე, ასევე, საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის ღონისძებებზეც ისაუბრეს.

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გამოფრმებული ხელშეკრულებაზეც ესაუბრა. მისი თქმით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობა.

     საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა: „თქვენი კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი ევროპაში საუკეთესოა. ჩვენ გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ". – განაცხადა გიორგი გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно