,,საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა"- გაჩეჩილაძე


     ,,საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა"– ამის შესახებ ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარემ განაცხადა.
 
     გაჩეჩილაძის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების წარმოება მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი.

     „მას შემდეგ, რაც მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, იძულებული ვართ, რომ ის ვაკუუმი შევავსოთ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოიშვა. მარიხუანას ქუჩებსა და ეზოებში რომ ეწევიან, ეს როგორმე უნდა შევზღუდოთ, რომ არ გავრცელდეს.
 
     კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, რაც პარლამენტში განიხილება და რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაიზრდება და იმ ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება, ვინც დაკავშირებულია მარიხუანის მოხმარებასთან. არის ასეთი ვერსიაც, რომ საექსპორტოდ შეიძლება მარიხუანა დაიშვას, ოღონდ, სამკურნალო თვალსაზრისით. ეს იქნება ლიცენზირებადი საქმიანობა, ლიცენზიის გამცემი ვინ იქნება, ვერ გეტყვით. ალბათ, ამაში შსს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იქნებიან ჩართული. აგრარულ სექტორში ალბათ ამის მოყვანა ლიცენზირებას დაექვემდებარება და როგორც ამბობენ, ძალიან მკაცრად კონტროლირებდი იქნება და მხოლოდ ექსპორტზე იქნება გათვლილი. როგორც თქვეს, საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა კანაბასის ზეთის შემცველ ნივთიერებებზე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно