,,სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაცია"– მეუფე შიო


     მარიხუანას ექსპორტზე გატანა დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაცია, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

    „ჩვენ ვფიქრობთ და ნარკომანიის თემაზე მიმდინარე დღევანდელ კონფერენციაზე ზოგადი პათოსიც ასეთი იყო, რომ ეს დიდ რისკებს შეიცავს, რადგან სახელმწიფო არ არის მზად, აღკვეთოს შემდგომში არალეგალური კულტივაციაც, რაც სამწუხაროდ, მოხდა ბევრ ქვეყანაში, სადაც იყო სამედიცინო კუთხით კულტივაცია. ეს არის ეკლესიის პოზიცია და შემდგომ ჩვენი პოზიცია დაწვრილებით გამოქვეყნდება", – განაცხადა მეუფე შიომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно