მარგველაშვილმა ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი მიიღო


     გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ლამბერტო ზანიერი მიიღო, რომელიც 15 სექტემბრიდან საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო, იმ პროექტებს, რომელსაც ეუთოს ეროვნული უმცირესობების ოფისი ახორციელებს საქართველოში, რათა ეროვნული უმცირესობები სრულად იყვნენ ინტეგრირებული საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში, რათა მათი უფლებები სრულად იყოს დაცული.

     მხარეების განხილვის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული აგრესიის შედეგები იყო, მათ შორის ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ჰუმანიტარული პრობლემები, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებსა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას. ხაზი გაესვა იმ საკითხებს, რომლებიც ადამიანების წამებასთან და გატაცებებთანაა დაკავშირებული.

     აღინიშნა პროცესებში ეუთოს ჩართულობის აუცილებლობა და ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგს მიღმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно