,,დედა ეკლესიაც ამას ამბობდა, რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში"- ზარდიაშვილი


     „თქვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი ამ კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში, რეგულაციებთან მიმართებაში", – განაცხადა ზარდიაშვილმა სხდომაზე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

     „მე ვარ ეკლესიის მრევლი და მიყვარს უფალი ჩემი ძალიან. რეალურად, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ, ამ გადაწყვეტილების დროს, კონკრეტულად ამ კანონის მიღების დროს, მე სინდისი არ მქენჯნის. პირიქით, ვალდებულება გამაჩნია ამაზე ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღო. ვითარება ისედაც რთულია. საზოგადოება არის დაბნეული, ნაკლებად ინფორმირებული. შეიძლება ეს ჩვენი ბრალია. ობიექტიური-სუბიექტური მიზეზების გამო ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს, როგორც ეკლესიაში, ასევე ჩვენს სახელმწიფოში და საზოგადოებაში. რეალურად, ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ნარკოტიკების აქტიური და ჭარბი მოხმარება საქართველოში 90-იანი წლებიდან იწყება", – განაცხადა დეპუტატმა.

     ამ პრაქტიკების მერე, როგორც ერის, ასევე ბერის მოთხოვნით, სახელმწიფო მარიხუანას მოხმარებაზე ხალხს ბოლო სამი წელია, არ იჭერს. ამაზე ვთანხმდებით ყველა. დედა ეკლესიაც ამას ითხოვდა, ამბობდა,  რომ მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში. ეს გაიზიარა სახელმწიფომაც. საბოლოო ჯამში, როცა ერი და ბერი შეთანხმდა, რომ მოხმარების გამო არავინ უნდა წავიდეს ციხეში, სახელმწიფო სამი წლის განმავლობაში მარიხუანას გამო აღარ იჭერს არავის. ამან შექმნა ქვეყანაში რაღაც მოცემულობა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. როდესაც საზოგადოებამ ნახა, რომ აღარ იჭერენ ის თავნებობა, თავისუფლება თუ გამოვლენა, მოხდა აშკარად. შემდგომში დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, ესეც შეფასების საკითხია, ისეთია, თუ ასეთი", – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

     მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. განხილვაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно