,,ლგბტ-ების დამცველი და "გრანტებზე" მონადირე ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე ქუთაისის მერის მრჩეველი გახდა"– სვიანაძე


     ჟურნალისტი ანზორ სვიანაძე ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:   
 
      ,,მეგობრებო მინდა ერთი ფაქტის შესახებ გითხრათ! ეს ქვეყანა მართლა "ჩალით" არის დახურული! ლგბტ-ების დამცველი და "გრანტებზე" მონადირე ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე ქუთაისის მერის მრჩეველი გახდა!ეს იმ სასწავლებლის ხელმძღვანელია საიდანაც მე 2017 წლის 6 ნოემბერს ლგბტ თემზე კრიტიკული პოსტის გამო გამომრიცხეს! ახლა კითხვა მაქვს მერთან სხვა ვერავინ შეარჩიეთ? დავიჯერო ჩემი ამბავი არ იცით? ვინც მას თანამდებობაზე დანიშნავს ის ლგბტ არის ჩვეულებრივი! დიახაც! სახელმწიფო კი არა "საღორე" გვაქვს! დღეს ისევ ნაცების მოდგმა არის მერიაში!
 
     დავიჯერო მერმა არ იცის ნაცი რომ არის? დავიჯერო მერმა არ იცის რომ...რომ! აი ახლა საჯაროდ ვდებ პირობას! სანამდე შემეძლება ყველა ჩავარდნას თუ გაუკეთებელ ადგილს ლაივებით გავშუქებ! აქამდე წვრილმანებს არ ვაქცევდი ყურადღებას! აქამდე ქუთაისში გაკეთებულ რაღაც საქმეზე გაქებდით! ახლა? ახლა პირიქით! თქვენ საქები არ ხართ! ეს როგორ გააკეთეთ? ბატონო Giorgi Tchighvaria რამე განმარტებას ხომ არ გააკეთებდით? ნაცს რატომ ინიშნავთ მრჩევლად? ანუ ნაცების დაბრუნება ხდება? თუ როგორაა ეს?"- წერს ანზორ სვიანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно