,,ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, რომელიც სარწმუნოებას შეეხება უცენზუროდ?"- მამა დავითი


      მამა დავით ისაკაძეს მიაჩნია, რომ სასულირო პირებს სრული უფლება აქვთ აკრიტიკონ ხელისუფლება.
     
      სასულიერო პირს ბიძინა ივანიშვილის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ ჟურნალისტებს ეკლესიის კრიტიკისკენ მოუწოდა.

     „ალბათ, გახსოვთ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რამდნიმე წლის წინ, როდესაც მოგიწოდათ, რომ აკრიტიკეთ ეკლესია, აკრიტიკეთ პატრიარქი. თქვენ იცით, რომ ეს პიროვნება დღეს არის ლიდერი სახელმწიფო მმართველობის. ფარული თუ ხილული ეს თქვენ და საზოგადოებამ განსაჯეთ, მაგრამ ეს მისი სიტყვებია.

     ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ ის ხელისუფლება, რომელიც სარწმუნოებას შეეხება უცენზუროდ და შეეხება ჩვენს ზნეობას, ქვეყნის მომავალს, რა თქმა უნდა, გვაქვს ამის უფლება დაა ამას ყოველთვის გავაკეთებთ"- ამბობს მამა დავით ისაკაძე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно