ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავებს ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცე დაატოვებინეს


     ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავებს  ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცის დატოვება აიძულეს.

     გერმანული გამანადგურებლები ჰაერში რუსული ბომბდამშენების გამოჩენის შემდეგ აფრინდნენ. ნატო-ში განაცხადეს, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მანევრირების წესები. რუსული გამანადგურებლების ნაწილი, სავარაუდოდ, ბირთვული ბომბებით იყო აღჭურვილი.

     ცოტა ხნით ადრე ანალოგიური შემთხვევა დიდ ბრიტანთშიც მოხდა. გაერთიანებული სამეფოს ავიაციამ დამრღვევი რუსული ბომბდამშენები ჩრდილოეთ ზღვის საგარეო სივრციდან გააცილა.

     ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში ნატო-ს ავიაცია 24 საათის განმავლობაში პატრულირებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/nato-s-aviagamanadgureblebma-rusul-tvitmfrinavebs-baltiis-zghvis-sahaero-sivrce-daatovebines/