,,დეოკუპაციის პრობლემა, როგორიც იყო ბახტაძის გაეროში გამოსვლამდე, ისეთივე დარჩება მისი გამოსვლის შემდეგაც"– პოლიტოლოგი


     გუშინ, დიდად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, გაეროს ტრიბუნიდან ქართულ ენაზე გამოსვლის მოსმენა.. და სხვა არაფერი! რატომ? იმიტომ, რომ პრემიერ ბახტაძის რიტორიკა, მისი წინამორბედების (მათ შორის, პრეზიდენტების) პოლიტიკური რიტორიკის ერთი-ერთში გამეორება გახლდათ! და რა, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის? ის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება საქართველოს დანაწევრებას, ეს მსოფლიოში ყველამ იცის და ამის განცხადება, მთლიანად ემოციურ კატეგორიას განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკურს!
 
     გაეროს ტრიბუნიდან, რა ენაზეც არ უნდა მიმართო და მოუწოდო რუსეთს მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანა, განა ეს სერიოზული პოლიტიკური სტრატეგიაა, რომელსაც უნდა მოჰყვეს ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია?! რასაკვირველია, არა! ეს სუფთა წყლის პოლიტიკური იაფფასიანი დემაგოგიაა, რაც 2008 წლის სექტემბრიდან ისმის ქართული პოლიტიკური "ისთებლიშმენტისგან", რაც "წარმატებით" გაიმეორა ბახტაძემ, ოღონდ მშობლიურ ენაზე!!!

     P,S. სამწუხაროდ, საქართველოს დეოკუპაციის და გამთლიანების პრობლემა, როგორიც იყო ბახტაძის გაეროში გამოსვლამდე, ისეთივე დარჩება მისი გამოსვლის შემდეგაც!...

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно