,,დოკუმენტში რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო"– პოროშენკო


     უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედს გამოთქვამ, რომ გაერო ყირიმთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს, ხოლო რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად იქნება მოხსენებული.
 
     ამის შესახებ მან საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

     „გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩემი მონაწილეობა და რიგ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა ჩვენი სახელმწიფოს სოლიდარობის და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის გარანტი გახდა. გაერო ყირიმთან დაკავშირებით აუცილებლად მიიღებს რეზოლუციას. დოკუმენტში კი რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც სახელმწიფო, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება განახორციელა”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно