კარგი იქნებოდა, წელს ანაკლიის პორტის ინვესტიცია მიგვეღო, თუმცა კიდევ ერთხელ მოგვიწია გადავადება-თურნავა


     საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ნაწილობრივ ანაკლიის პორტის გაჭიანურებულ პროექტს უკავშირებს.

    „რა თქმა უნდა, მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, წლევანდელ წელს მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას. თუმცა, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით, კიდევ ერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა", – აღნიშნა თურნავამ.

     საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 53.7 პროცენტით შემცირდა და 187 მილიონი დოლარი შეადგინა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv