სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა - რუსეთის საგარეო უწყება


     ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

     „მთელი დაგროვილი პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა. გ.ბ კარასინმა აღნიშნა საკმაოდ ნეგატიური როლი, რომელსაც თბილისი ასრულებს ამ სამხედრო ბლოკის რუსეთისა და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან მიახლოებით. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების არამეგობრული განცხადებები დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთმომგებიან პროცესზე", – ნათქვამია განცხადებაში.

     განცხადებაში ასევე საუბარია შეხვედრაზე განხილულ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/rusetis-sagareo-uwyeba-ormkhrivi-urtiertobebistvis-seriozul-gamaghizianeblad-rcheba-saqartvelos-nato-stan-samkhedro-tanamshromloba/