,,ყველა ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელსაც რუსეთი ავრცელებს მტკნარი სიცრუეა"– გამყრელიძე


      დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველო ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში დაადანაშაულეს. 

      ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთი სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებს.

     ,,ჩვენ ნამდვილად არ გავცემდით პასუხს ონიშენკოსა და გიორგაძის  სპეკულაციებსა და პირდაპირ გეტყვით ნაბოდვარს, მაგრამ რადგან ეს თემა აიტაცა რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, იცით იყო პრესკონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, გუშინ პრესკონფერენცია თავდაცვის სამინისტროში და საკმაოდ ხალხმრავალი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ავღნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება არის მტკნარი სიცრუე. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში ის მიმართულია  ადამიანთა სხვადასხვა  ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისთვის,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

     ამირან გამყრელიძე რუსული მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ დოკუმენტაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საზოგადოების და განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

     „ყველა ეს დოკუმენტი, რაც იქნა მოტანილი, ძალიან ბევრი მათ შორის წარმოადგენს ღია დოკუმენტს, არაფერი არ არის იქ საიდუმლო. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ეს დოკუმენტი ნახოთ ჩვენს სამინისტროს გვერდზეც, გარდა რამდენიმე პერსონალური მიმოწერისა, რომელიც ალბათ სხვადასხვა გზებით იქნა მოპოვებული,"-განაცადა ამირან გამყრელიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно