ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებებში.
ბახტაძის განცხადებით, სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. პრემიერის თქმით, სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას და შესაძლებელია ეს სია გაიზარდოს.
„როგორც იცით 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. რომლის მიხედვითაც მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია
ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები რომელიც მხილებული არიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ ისეთ დანაშაულებებში როგორიცაა მკვლელობა გატაცება წამება.
„სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.
,,მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად"-განაცხადა ბახტაძემ.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/107550