ლევან ვასაძე რუსეთიდან ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად არის შემოგზავნილი - გოცირიძე


     ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საქართველოში რუსეთიდან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად არის შემოგზავნილი.

    რომან გოცირიძის განცხადებით, ლევან ვასაძესა და ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ.

    „ეს არის რუსული პროექტის მეორე ფრთა. როგორც ჩანს, რუსეთს ივანიშვილისთვის თითის დაქნევა და ვითარების არევა უნდა. მოწოდებებია, მაიკ პომპეო რომ გეუბნებათ, ანაკლია უნდა აშენდეს, ანაკლია ვის ეკითხება და მაგრად იყავით, რუსული ინტერესები დაიცავითო. ვასაძე არის ივანიშვილის დაშანტაჟების რუსული მექანიზმი ისევე, როგორც ვასაძესა და ბნელ ფრთას იყენებდა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის დასათრგუნად, რადგან ეს არის „ქართული ოცნების" შავი ნაწილი, რომელიც მხარს არჩევნების დროს მათ უჭერდა და გამოყენებული იყვნენ ოპოზიციის დასარბევად. ხელისუფლებამ სახე უნდა აჩვენოს, რაიმე უნარის მქონე არის თუ არა და შესაძლებლობა აქვს თუ არა, კანონი და კონსტიტუცია დაიცვას. ხელისუფლებას ყველა რესურსი აქვს, მათ შორის ფიზიკური ძალა, რათა აღიკვეთოს მოთარეშე ბრბოების ძალადობა იმ ადამიანებზე, ვინც სხვას არაფერს ითხოვს, რაც საქართველოს კანონებსა და კონსტიტუციაში არ წერია", – განაცხადა რომან გოცირიძემ.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv