,,ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არაერთი ადამიანი გავანაწყენე"– ქუმსიშვილი


      საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფეისბუქის გვერდძე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
      ,,რამდენიმე დღის წინ commersant.ge-ზე ძალიან პატარა მაგრამ სამაგალითო სტატიას წავაწყდი ჩემს შესახებ. სტატიაში თამაზ გააშვილის თქმით ის აეროპორტთან სასტუმროს აღარ ააშენებს, რადგან " ქუმსიშვილმა მას მიწა წაართვა და გაუყიდა”, მაშ ასე მეგობრებო, მოდით საფუძვლიანად გავერკვეთ ვის მიწაზე და ზოგადად რაზე საუბრობს გაიაშვილი.

     აღნიშნული მიწა წამოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას 12653 კვადრატულ მეტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ და გარდა გაიაშვილისა სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ მისი შეძენის დაინტერესება დაფიქსირებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რაც ეხება გაიაშვილს, მას მიწა სასტუმროს ასაშენებლად, 100000 (ასი ათას) ლარად უნდოდა, მაშინ როცა მიწის საბაზრო ღირებულება სამხარულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით 1840725 (ერთ მილიონ რვაას ორმოცი ათას შვიდას ოცდახუთ) ლარს შეადგენდა. შეასბამისად მიწა საბაზრო ღირებულებით 1841000 ლრად და საინვესტიციო ვალდებულებით, აუქციონზე 02/05/2018 წელს გამოიტანა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამასთანავე სააგენტომ აწარმოა აქტიური სარეკლამო კამპანია " 50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში.

     აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ჩემთვის აბსოლუტურად უცნობმა კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1851000 ლარი გადაიხადა და აიღო ვალდებულება 120 ნომრიანი სასტუმროს აშენების.

     რატომ არის ეს შემთხვევა სამაგალითო: 

     იმიტომ, რომ სწორედ ჩემი ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არაერთი ადამიანი გავანაწყენე, როცა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე გამდიდრების საშუალებას არ ვაძლევდი. ამიტომაც ზოგიერთი მათგანი დიდი მონდომებით ცდილობდა და დღესაც ცდილობს სამაგიერო ასეთი ცრუ ბრალდებების გავრცელებით გადამიხადოს.

     ბატონო თამაზ ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია და მითმეტეს გაუყიდია, თქვენ ისევე შეგეძლოთ აუქციონში მონაწილეობის მიღება როგორც სხვამ მიიღო.

     დაინტერესებულ პირებს უპრობლემოდ შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ ამ საკითხზე ინტერნეტშიც და ეკონომიკის სამინისტროშც"– აღნიშნავს ქუმსიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно