,,ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო"– სააკაშვილი


     საქართველოს ექს პრეზიდენტი ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფეისბუქზე ეხმიანება:
 
     ,,ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ, მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში. აი,ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის.

     ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო.

     სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის მტკიცება, თითქოს, ის მხოლოდ კერძო ბიზნესშია.ამ გადაწყვეტილებით,პრაქტიკულად,დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი"- აღნიშნა სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно