„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- ჩუგოშვილი


     „ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"
 
     საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

     სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა.

     „გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში მიმდინარეობდა სამზადისი დღევანდელი დისკუსიისთვის, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და ეხება რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას", - განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно