,,სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს"– ციხელაშვილი


      „ფაქტთან დაკავშირებით შეფასება მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს - მორიგ, აბსოლუტურად უკანონო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაია ოთინაშვილი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. პირველი დღეების განმავლობაში კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი მყისიერად ჩაერთო"- ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა.
 
     მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მსგავსი ფაქტები საერთოდ არ ხდებოდეს.
 
     „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა აპარატმა და აბსოლუტურად ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ, კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა - ფორმალურის, არაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას და უსამართლობისას, მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ისაა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან, საერთოდ არ ხდებოდეს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно