,,კობახიძე, ბიძიკო, გერმანიაში განასწავლები ყოფილხარ და რანაირად დაემსგავსე 20-30-40 იანი წლების "კამსამოლებს"?!– კირვალიძე


     ნაკომუნისტარმა, "გადემოკრატებულმა" და გაპუტჩისტებულმა შევარდნაძემ, პრეზიდენტ გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მის 1 წლიან მმართველობას "პროვინციული ფაშიზმი" უწოდა, რითაც მიზეზ-საბაბი მისცა საქართველოს მტრებს ("დაბნეულ მოყვრებსაც"), რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაღვივებულ ეთნიკურ, სისხლისმღვრელ კონფლიქტებში ქართველები დაედანაშაულებინათ, რამაც სეპარატისტებს ქართველთა ეთნოწმენდის განხორციელების "გამართლების" საშუალება მისცა!..

     დღესაც, ქოცი კობახიძის მიერ, ოპონენტების (არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ!) მისამართით ნათქვამი ტერმინები, - "ფაშიზმი და ჰოლოკოსტი", - უწინარესად დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს, რადგანაც თუ ქვეყნის შიგნით "ფაშისტები" და "ჰოლოკოსტის" პოტენციური განმახორციელებელი პოლიტიკური ძალები არსებობენ, მაშინ რა საფუძველი და პრეტენზია აქვს ამგვარ სახელმწიფოს, რომ მოახდინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაითანხმოს ეთნიკური აფხაზები და ოსები, რათა ერთიან სახელმწიფოში იცხოვრონ "მოფაშისტო" და "ჰოლოკოსტის მომწყობ" ხალხთან ერთად, რომლის წიაღშიც არსებობენ, ეს "შავი-მოყავისფრო" ძალები???!!! 

     ასეა, ქოცების დიდი უმრავლესობა, შევარდნაძის "მოქკავშირის" სულიერი შვილები არიან, ისევე, როგორც ნაცების, რომლებმაც თავი საკუთარი ხალხის დაჩაგვრით გამოიჩინეს, თორემ უცხოსთან კურდღლები იყვნენ!.. კობახიძე, ბიძიკო, გერმანიაში განასწავლები ყოფილხარ, კომკავშირს არ მოსწრებიხარ და რანაირად დაემსგავსე ასე ზედმიწევნით 20-30-40 იანი წლების "კამსამოლებს"?! დაიმახსოვრე, - "ენაზე მოსულ სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა", - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდები", ბატონო ჩემო!!! - Fერშტეინ???
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно