,,მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას და დაფინანსებას"– გაბუნია


      საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
     
      კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.

     „ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სიახლეებიც და მომავალი წლიდან გაიზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია, ისევე როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებთა პენსია. ვზრდით ზოგადად მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი თქმით, დოკუმენტი დაფუძნებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно