სუს-ი და შსს გაუქმდება - გაერთიანებულმა ოპოზიციამ სამართალდამცავი ორგანოების ახალი მოდელი წარადგინა


     გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,ძალა ერთობაშია", სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.

     ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აირჩიეს და გააერთიანეს ყველაზე წარმატებული კომპონენტები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, რის შედეგადაც შეიმუშავეს მოდელი, რომელიც ჯერ არცერთ ქვეყანაში არ არის რეალიზებული.

     საუბარია შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაზე. ასევე პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მთავარი ფუნქცია უნდა დაეკისროს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის შექმნაც ასევე ამ მოდელის განხორციელების შემთხვევაში იგეგემება.

     „ჩვენ ფორმულაში სუს-ი უქმდება შს სამინისტრო უქმდება პროკურატურას ერთმევა საგამოძიებო უფლებამოსილება იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო და რაც მთავარია ხელმძღვანელებს საერთაშორისო ექსპერტთა კომისია აარჩევს და წარუდგენს დასამტკიცებლად ორ ან სამ კანდიდატს,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

     ოპოზიცია ინიციატივას დღეს ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/116194