„არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი საკუთარ ტერიტორიაზე"– მარგველაშვილი


     „მინდა მოგმართოთ ქართველ ჯარისკაცებს, რომ მიუხედავად პოლიტიკური დებატებისა, თქვენი წმინდა მოვალეობაა, დაიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,"-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

     მან ქართველ სამხედროებს მიმართა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვან.

     „არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს უფლება, გაანადგუროს მტერი ჩვენს ტერიტორიაზე, არის დაიცვას სუვერენიტეტი, არის ის უფლება, რაზეც სახელმწიფო შენდება. თქვენი გმირობა ბრძოლის ველზე იყო და იქნება დაფასებული. ამის თაობაზე კითხვები არ დაისმება. ქართველი ხალხი მადლიერია თქვენი თავგანწირვის. საქართველო, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც უსამართლო და უსაფუძვლო ომში იქნა თავდასხმის ობიექტი, ამ საქართველოსთვის სამსახურს მოქალაქეები გიფასებენ და ამისთვის მადლიერები არიან,"- აღნიშნა მარგველაშვილმა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно