,,გიგი უგულავას პოლიტიკური კუნთების თამაში სჩვევია"- გია ვოლსკი


     პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების" წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას  გავრცელებულ ინფორმაციას.

     როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ითქვა, რომ მცხეთაში, „ქართული ოცნების" რიგებს ადამიანები ტოვებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ „ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

     „ეს ისევ იმ ზღაპრებიდან არის, რომელიც გიგი უგულავას ავტორობით არაერთხელ გვსმენია. გიგი უგულავას თავისი სიძლიერის, პოლიტიკური კუნთების თამაში სჩვევია", – დასძინა ვოლსკიმ.

     გიგი უგულავას მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო, „ქართული ოცნება" კიდევ რვა ადამიანმა დატოვა, რომლებიც „ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/gia-volski-gigi-ugulavas-politikuri-kuntebis-tamashi-schvevia/