,,ფაშისტს შეიძლება სჯობდეს ბოლშევიკი"- ირაკლი კობახიძე


      ,,ფაშისტს შეიძლება სჯობდეს ბოლშევიკი, მაგრამ ამაზე რბილი გამონათქვამით ვერ შევაფასებთ იმას, როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ ადამიანები უნდა გავდევნოთ,"– ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. 

      ,,ჩვენ ვსაუბროდით გვარამიას განცხადებაზე და ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოების რეაქციაზე. თუ ვდაობთ სიტყვებთან დაკავშირებით, ფაშისტს შეიძლება სჯობდეს ბოლშევიკი, მაგრამ ამაზე რბილი გამონათქვამით ვერ შევაფასებთ იმას, როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ ადამიანები უნდა გავდევნოთ. ეს იყო გნებავთ ბოლშევიკური განაცხადი და სამწუხაროა, რომ დღემდე ეს განცხადება არასამთავრობოებს არ შეუფასებიათ. ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ შესაძლოა მათ არ აქვთ ის მყარი ღირებულებები, რომელიც უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
     
     რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ მესამე სექტორი ნიკა გვარამიას მიერ სალომე ზურაბიშვილზე გამოთქმულ მოსაზრებებზე რეაქციის უქონლობის გამო გააკრიტიკა და ისინი ფაშიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამ შეფასებას გუშინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ კობახიძეს ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно