,,ქალბატონი სალომე სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც"– ივანიშვილი


     სალომე ზურაბიშვილი სამშობლოში დაბრუნების, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

     „დღეს ჩემთვის ამაჩუყებელი იყო, რომ სცენაზე მისმა შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც. მე რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვიცხოვრე და ყველას შეგახსენებთ, რომ ძალიან რთულია, შვილებს, მოზარდებს შეუნარჩუნო ქართული ენა, მშობლიური ენა.

     სამწუხაროდ, ემიგრაციაში ბევრი ქართველია წასული და ყველანი კარგად გაიგებენ, რამდენად რთულია, შვილს შეუნარჩუნო ქართული. ქალბატონი სალომე იცით, რისი მსხვერპლიც იყო, პირველი ემიგრაცია რატომ წავიდა. მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს.

     სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც.

     კარგი რამ თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ და ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი სიტყვები – სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ყველას მხარი მივცეთ გავერთიანდეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно