შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო


     შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

     ჩადენილი დანაშაული 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს.

     გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно