,,ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები" - ბახტაძე


     „ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამავე დროს ვაპირებთ, დავნერგოთ კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმები,"– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტზე განაცხადა. 
     
     მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწოს და აღმოიფხვრას კორუფცია.

     "ჩემი შეხედულებით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე. ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა ძალიან აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას,"-აღნიშნა პრემიერმა.

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно