ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ის 5 სექტემბერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
ივანე კუპრაძე ეროვნულ პარკში 2001 წლიდან მუშაობდა.ის საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, რისთვისაც არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი."