,,თუ მეორე ტური იქნება, აუცილებლად 100 პროცენტით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი"- ივანიშვილი


     პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია.

     ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქის მე-4 საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა.

     კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა არჩევნების მეორე ტური, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა არსებობს.

     „მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არ არის, აუცილებლად 100 პროცენტით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი", – განაცხადა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно