,,ხმა მივეცი დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს"– ზურაბიშვილი


     „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქში, მესამე საარჩევნო უბანზე მივიდა. ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. 

     „დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი  მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა და მე ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

     საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა, დღეს 08:00 საათზე დაიწყო. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно