,,ჩვენი სამშობლო თავისუფლდება, დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე"– სააკაშვილი


     საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს ვიდეო მიმართვით ეხმაურება. 
 
     მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების" შტაბის წევრებს და დამკვირვებლებს მოუწოდებს არ შეასრულოდ გაყალბების მოწოდება.
 
      ,,ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. მომდის მთელი ინფორმაცია. ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად. იმაზე მაგრად ვიდრე წარმომედგინა. ეხლა ერთი რამ მინდა ვთქვა. მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს, ,,ოცნების" შტაბის წევრებს და დამკვირვებლებს. შედეგი უკვე განპირობებულია მეგობრებო. თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტუქციას– ჩაყრის, გაყალბები, თავზე ხელის აღების ნუ შეასრულებთ! მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება დათხოვილი სამსახურიდან. არავინ არავის არ შეეხება! გაძლევთ გარანტიას, რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები!
 
     ოღონდ ახლა არ აიღოთ თავზე ხელი! ყველანი ქართველები ვართ ხალხო, ყველანი ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ. ჩვენი სამშობლო თავისუფლდება, დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე. ნუ აღიქვმთ ამას მარცხად. არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური ინსტრუქციები"– აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 
 
dia= ]
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно