,,პოლიტიკაში საქალწულე აპკის აღდგენა შეუძლებელია!"– მძინარაშვილი


     ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,რამდენიმე წლის წინ დავწერე და ახლაც გავიმეორებ: პოლიტიკაში საქალწულე აპკის აღდგენა შეუძლებელია! ეს გაითვალისწინონ სააკაშვილმაც და სხვა პოლიტმეძავებმაც, ჯერ საქართველოში რომ წახდნენ და მერე უკრაინაში წავიდნენ პოლიტპანელზე საკეკლუცოდ!
 
     სააკაშვილი ამბობს, "მინდა საქართველოში დავბრუნდე და ჩემი პატიოსანი სახელი აღვიდგინო"-ო. ეს პოლიტსპეკულანტი, მაკარ კოტრიაშვილის ტექსტებით რომ გველაპარაკება, ჰგონია, თავად ლევანს სთავაზობს თავის ქალიშვილ(ობა)ს?! თუმცა, მაკარს მართლა მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა, ეს მანიაკი კი დიდი ხანია, დაემშვიდობა პოლიტიკურ ქალწულობას, - გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე კოტრიალისას დაკარგა!" წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно