აქციის ორგანიზატორებმა ნახეს რომ ცივილიზებული პროტესტი ის არაა, რაც მათ სჭირდებათ - ზაალ ანჯაფარიძე


    ,,აქციის ორგანიზატორებმა ნახეს რომ ცივილიზებული პროტესტი ის არაა, რაც მათ სჭირდებათ" - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.

      მისი თქმით, ისევ სჭირდებათ მსხვერპლი, რადგანაც ,,ვივამედის" პალატიდან ბრძანება მიიღეს.  

     ამბობენ აქციები სპონტანურიაო? არა! როგორ მწარედ ცდებოდით, როცა იფიქრეთ რომ სიტუაცია დამშვიდდა. გუშინ დავწერე რომ  თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ და უკვე დღესვე გამართლდა ეს სამწუხარო პროგნოზი. აქციის ორგანიზატორებმა/სპონსორებმა ვინც ამ ყველაფერში დიდ ფულს იხდის, ნახეს რომ ცივილიზებული პროტესტი ის არაა რაც მათ სჭირდებათ. ისევ დაძაბეს სიტუაცია, რადგანაც ისევ დასჭირდათ დაკავებების ახალი "კარტინკები" ისევ სჭირდებათ მსხვერპლი და ა.შ. "ვივამედის" პალატიდან ბრძანება მიიღეს" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.