,,შეეშვით ხალხის დაშინებას, არავითარი დაპირისპირება არ იქნება"- ვაშაძე


     „თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის"– ასე გამოეხმაურა ,,ძალა ერთობაშიას" ერთ– ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის მიმართვას.

     ,,რაც ყველაზე მთავარია შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში  ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება.

     ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ.

     ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ.

     ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს,"-ამბობს გიორგი ვაშაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно