,,აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა"– ზურაბიშვილი


       ,,აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარა"– ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
 
       „დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან  ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში.  ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა  ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно