,,ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურის წინ აჟიოტაჟის შექმნის მცდელობაა"- კობერიძე


      ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ განსაკუთრებით მრავალფეროვანი ბრალდებები ისმის, რომელთა უმრავლესობა რეალობას მოკლებულია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
 
      კობერიძის შეფასებით, ჯერჯერობით ჩანს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობას უკავშირდება.

     „ბრალმდებლის, ოპოზიციის მხრიდანაც სახელისუფლებო გუნდზე შეტევა უაპელაციოდ არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს. ამიტომ მათი პასუხისმგებლობაცაა. ამასთან, თუ რამე ფაქტი დადასტურდება, შესაბამისი სტრუქტურები პასუხს აუცილებლად გასცემენ. თუ ვინმე რამეში დამნაშავეა, ესეც გამოჩნდება", – განაცხადა დეპუტატმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно