,,უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რაც მოდის „რუსთავი 2“-იდან"– ივანიშვილი


     პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა არჩევანი.
 
     „არჩევანი გავაკეთეთ ღირსების, სამართლიანობისა და განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. კარგად ვიცით იმ ძალის ხელწერა ძალა, ვინც წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტს. კარგად იგრძნობა მოსახლეობის მობილიზება, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. რა თქმა უნდა, ექსცესების მცდელობები იქნება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

    ამასთან, როგროც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ" ღირსეულად უპასუხა.

    „თქვენც ნახეთ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ", ასევე მოხდება დღესაც. მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავ სიცრუეს ყრის „რუსთავი 2", სირცხვილია. უცხოელები არიან გაოგნებული იმ სიცრუის ნაკადით, რაც მოდის „რუსთავი 2"-იდან. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან, მაგრამ მოსახლეობის მობილიზება არის ძალიან კარგი. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი აზრით", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно