გიორგი დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია


     გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით კ.კანბერაში) ოფიციალური ვიზიტით ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია.

     ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს,
 
     მის აღმატებულება ესმონ საიმონს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. პორტ ვილაში, სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში   გაიმართა. 

     საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც პროგრესულად ვითარდება. 

    თავის მხრივ, ესმონ საიმონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ვანუატუს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში. 

     ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვედრებს გამართავს ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ. პორტ ვილაში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно