,,გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში"– ივანიშვილი


     ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობამ სწორად გაიგო ის გზავნილები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა, ამომრჩეველს კი რევანშის შეეშინდა.

     ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ,,ქართული ოცნების"– ოფისში განაცხადა. 

     ქართული ოცნების თავმჯდომარემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

     „რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოელი კომპანია მოვიწვიეთ, თანაც, ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლს და შესაძლებელია, რეაქცია გავაკეთოთ შესატყვისი. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად საზოგადოებას. ამომრჩეველმა, ჩვენა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია ადეკვატური გააკეთა. მეც ვიგრძენი ის, რაც საზოგადოებამ იგრძნო, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. მე, რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно