,,გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს"– გრიგოლ ვაშაძე


     „ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონია კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული,  ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ"- ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

     ,,საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არ იტყვიან, რომ პრეზიდენტი სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გაქვს. 
 
     საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, ჩვენ ავიღეთ 800 000 ხმაზე მეტი. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი „ქურდულ ოცნებას" ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამეტში აღარ ჰქონდა და მით უმეტეს, აღარ აქვს დღეს. ზუსტად ამიტომ, ეუთო-მ და „ენ დი აი"-მ დადო ისეთი მკაცრი შეფასება ამ კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული ფარსის, რომელიც საქართველოს არ უნახავს ჯერ, 2003 წელსაც კი არ იყო ასეთი მკაცრი დასკვნები.
 
     გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.



скачать dle 11.0фильмы бесплатно