გერმანიის ქალაქ კიოლნის პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელსაც ქალაქის მთავარ რკინიგზის სადგურზე მძევლები ჰყავდა აყვანილი. ინფორმაციას Spiegel Online-ი ავრცელებს.
ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, შეიარაღებული მამაკაცი სადგურის მოედანთან მდებარე აფთიაქში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. პოლიცია მასთან მოლაპარაკებას ცდილობდა.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მძიმედაა დაჭრილი. მძევლები კი გათავისუფლდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: https://1tv.ge/news/kiolnis-policiam-piri-daakava-romelsac-rkinigzis-sadgurze-mdzevlebi-hyavda-ayvanili/
