,,ექსცესებსა და პროვოკაციებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია"- ბახტაძე


      ,,ექსცესებსა და პროვოკაციებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია"– ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევადნელ ბრიფინგზე განაცხადა.
 
      მისი თქმით „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრა.
 
     „მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა ექსცესებს და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ მათ გავითვალისწინებთ", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно