,,პრეზიდენტის სასახლეს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელი უნდა ეწოდოს"– პოლიტოლოგი


     ადრეც ვწერდი ამის შესახებ და იქნებ, ახლა მაინც შეისმინონ...

    მიმაჩნია, რომ ავლაბარში განთავსებული "პრეზიდენტის სასახლე" დიდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობისა უნდა იყოს და ეწოდოს მას, - "ქართული კულტურის სასახლე"! 

    დიახ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  წმინდანად შერაცხა და ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა მას იმ ღვაწლისთვის, რასაც მის მიერ გადარჩენილი ქართული კულტურის საგანძურის უნიკალური ნიმუშები ჰქვია!!

     დიახაც, - "ქართული კულტურა გადაარჩენს საქართველოს", - ამიტომაც, ,,პრეზიდენტის სასახლე" უნდა გადაეცეს "ქართულ კულტურას”, ხოლო, "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) წმინდა სახელის მინიჭებით, ქართველი ერი გამოხატავს უდიდეს მადლიერებას მისი თავდადებული მოღვაწეობის მიმართ! განა, ამას არ იმსახურებს უკვდავი ქართული კულტურა და მისი უანგარო, ღვთითმოვლენილი მცველი?!

     ამიტომ: საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ძალისხმევით (დადგენილებით, ბრძანებულებით, განკარგულებით და ა.შ.), ზემოთ აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი "ავლაბრის სასახლე" გადაეცეს საქართველოს კულტურის სამინისტროს იმ მიზნით, რომ ხსენებულ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას ეწოდოს, – "ქართული კულტურის სასახლე”, – სადაც ერთიან სივრცეში განთავსდება და დაცულ იქნება, ქართველი ერის მიერ მრავალსაუკუნოვანი არსებობის და მოღვაწეობის მანძილზე შექმნილი, დაცული და დღემდე მოტანილი მატერიალური თუ არამატერიალური, ყველა სახეობის უმნიშვნელოვანესი და შეუფასებელი ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები!!!

     P.S. რატომ, "ქართული კულტურის სასახლე”? იმიტომ, რომ საქართველო და ქართველი ერი, როგორც თვითმყოფადი ცივილიზაციის, განუმეორებელი კულტურის შემქმნელი და მატარებელი მაღალკულტუროსანი ერი, სრულად და საუკეთესოდ წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს წინაშე!!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно