,,დავიწყოთ 1993 წელს დადებული რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დენონსირების პროცესი"– ზოიძე


     პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი უნდა დაიწყოს.
 
     მისი შეფასებით, რა თქმა უნდა, ოკუპანტთან მსგავს თემებზე დადებული ხელშეკრულება არ მუშაობს, მაგრამ უნდა მოხდეს მისი დენონსირება, რათა ოკუპანტებსა და მათ მარიონეტებს ცინიზმის საფუძველი არ ჰქონდეთ.

     „გუშინ გავრცელდა მორიგი პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის, მედოევის, თითქოს, ქართველები არიან მოვალე, რომ რეაბილიტაციაში მიეღოთ მონაწილეობა.  არც ვიცი, მისი თანამდებობა, რადგან რა თანამდებობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად არის ჩამოყალიბებული. იყო 93 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვალე ვართ, უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს ოს მოქალაქეებს და კიდევ ვალი გვაქვს თურმე ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ რეაბილიტაციაში და კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვდით, იქნებ შევძლოთ და დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დენონსირების პროცესი", – მიმართა აკაკი ზოიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას პარლამენტის სხდომაზე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно